ლევან ყენიამ "ფორტუნასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია დიუსელდორფის "ფორტუნაში" გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ფორტუნასთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა (30.06.15).

ახალ ტრანსფერთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუსკენმა კომენტარი გააკეთა.

"ლევანი ახალგაზრდა და მონდომებული ფეხბურთელია, რომელიც "ფორტუნას" სათამაშო კონცეპციაში კარგად ჩაჯდება.

ის 22 წლისაა და კარიერა ჯერ კიდევ წინ აქვს, მაგრამ უკვე საკმაო გამოცდილება აქვს. მან კარგად იცის გერმანული ფეხბურთი და გერმანული ენაც იცის. გვიხარია, რომ მასთან კონტრაქტის გაფორმება მოვახერხეთ".

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი "ფორტუნამ" გერმანიის
უმაღლეს ბუნდესლიაგში ასპარეზა, თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქვედა დივიზონში დაქვეითდა.

ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამიხარდა , იმედია გადავლენ ბუნდესლიგაში
Dinamo Fan
14:52 29-06-2013
0
იმედია გაიკვალავს გზას ,ისე მგონი გაამართლებს მაგი,ყოჩაღ!
emzar duisburgskiiiiii
15:58 29-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული