მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული გუნდი ამხანაგურად "პსვ ვესელ ლაკჰაუზენს" შეხვდა და 12:1 გაანადგურა. ლევანი პაურევიჩის ნაცვლად მე-60 წუთზე შევიდა და ბოლო გოლი (85-ე წუთზე) მის ანგარიშზეა - პატარა სივრცეში რამდენიმე მეტოქე მოატყუა და ისე გაიტანა.
"ფორტუნას" თამაშით ბელგიელი მწვრთნელი მაიკ ბიუსკენსი კმაყოფილი დარჩა, მან გუნდი 2-დღიან შვებულებაში გაუშვა, შემდეგ კი შვეიცარიული შეკრება იწყება.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყენია ლვოვის "კარპატიმ" ტრანსფერზე დააყენა. ქართველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება
აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელიც გერმანულმა კლუბმა ლევან ყენიას მიუძღვნა.
ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო
ლევან ყენიამ "ფორტუნასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა