გია გრიგალავამ "კრილია სოვეტოვის" ფორმა პირველად მოირგო

AutoSharing Option
გია გრიგალავა "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველმა სამარელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ "კრილია სოვეტოვშია" საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი.

გრიგალავა უკვე "კრილია სოვეტოვშია", რაც კლუბის ოფიციალურმა პრესსამსახურმაც დაადასტურა. იქვე ნათქვამია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკება ზამთარშიც მიმდინარეობდა, მაგრამ მხარეები მაშინ ვერ შეთანხმდნენო.

ქართველმა ლეგიონერმა პირველად ახალი გუნდის ფორმა ეკატერინბურგის "ურალთან" საკონტროლო შეხვედრაში მოირგო. "კრილია სოვეტოვმა" ეკატერინბურგის "ურალს" 3:1 სძლია. სამარელთა რიგებში ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

23 წლის ქართველი "ვოლგადან" მთელმა გუნდმა გააცილა და
ორწლიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. საინტერესოა, რომ გიას სამარული კლუბის მწვრთნელთა შტაბში ძველი ნაცნობი სერგეი უსპენსკი დახვდება, რომლის ხელმძღვანელობითაც იუნიორთა და ახალგაზრდულ ნაკრებში ვარჯიშობდა.

გიას "ვოლგასთან" კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდებოდა და ცხადია, საინტერესოა, სამარელებმა ტრანსფერში რამდენი გადაიხადეს. არაოფიციალური ცნობით, თანხა მილიონ ევროს აჭარბებს, მაგრამ კლუბები გარიგების დეტალებს არ აკონკრეტებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გრიგალავა სამი წლით "კრილია სოვეტოვში"
გია გრიგალავა: საქართველოს ნაკრებისთვის მესამე ადგილიც კარგი შედეგი იქნება
გია გრიგალავა ინვალიდის ეტლისგან ისევ ქართველმა ექიმმა დაიხსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული