ვლადიმირ გაზაევი: ოთარ მარცვალაძემ და გოჩა ხოჯავამ თავი კარგად წარმოაჩინეს

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიას" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა კლუბის ოფიციალურ საიტთან სეზონისწინა შეკრება შეაჯამა და გუნდის ახალწვეულ ქართველებზეც - ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავაზეც ისაუბრა.

"გუნდის ახალწვეულები ხოჯავა და მარცვალაძე ძალიან კარგად შეეწყვნენ კოლექტივს და შეკრებაზე თავიც ბრწყინვალედ წარმოაჩინეს.

სამწუხაროდ, "უფასთან" პირველი ტურის შეხვედრაში, სხვებთან
ერთად, ქართველებიც ვერ დაგვეხმარებიან.

როგორც იცით, რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების გადაწყვეტის პალატამ კლუბს დროებით აუკრძალა ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია და ამის გამო გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს".


რუსეთის პირველ ლიგაში დაქვეითებული ვლადიკავკაზის "ალანია" ჩემპიონატს 7 ივლისს, სტუმრად "უფასთან"
მატჩით დაიწყებს.

ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძეც ოსეთში - იქნებ ერთხელაც აღმოჩნდეს ცარიელ კართან
გოჩა ხოჯავა: ჩემსა და თემურ ქეცბაიას შორის კვიპროსში მოხდა რაღაც...
გუნდური ჩხუბი გოჩა ხოჯავას გამო - "ალანია"-"მურატფაშას" მატჩი ჩაიშალა
გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული