თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდეს

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომლის სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, შესაძლოა კარიერა ოდესის "ჩერნომერეცში" გააგრძელოს.

ამის შესახებ ცნობას FootBoom.com ავრცელებს.

ოქრიაშვილს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ფეხბურთელმა "ილიჩევეცში" თამაშის გაგრძელება აღარ ისურვა.

footballnews.com.ua-ს ცნობით, 21 წლის ქართველმა მარიუპოლელთა რიგები უკვე დატოვა და ახალ კლუბს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა გასულ სეზონში უკრაინული გუნდის მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილის ბელგიურ-ჰოლანდიური ვარიანტები და დაბრკოლება
ნიკოლაი პავლოვი: ეს ოქრიაშვილისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენთვის - დანაკარგი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული