გია გრიგალავამ "კრილია სოვეტოვში" პირველი გოლი საჯარიმოდან გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
6 ივლისს რუსეთის პრემიერლიგელმა სამარის "კრილია სოვეტოვმა" ავსტრიულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

სამარელები ჩეხურ "სიგმას" დაუპირისპირდნენ და 2:2 ითამაშეს. საქართველოს ნაკრების წევრი ალეკო ამისულაშვილი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, გია გრიგალავამ კი შეუცვლელად ითამაშა და სამარელთა მეორე გოლი გაიტანა.

ეს 23 წლის მცველმა მე-80 წუთზე მოახერხა. ამ დროისთვის "კრილია" 1:2-ს აგებდა და ჩეხების კარის სიახლოვეს ჯარიმა დაინიშნა - გიამ სტანდარტი ოსტატურად შეასრულა და თავისიანები გადაარჩინა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გრიგალავამ "კრილია სოვეტოვის" ფორმა პირველად მოირგო

გია გრიგალავა სამი წლით "კრილია სოვეტოვში"
გია გრიგალავა: საქართველოს ნაკრებისთვის მესამე ადგილიც კარგი შედეგი იქნება
გია გრიგალავა ინვალიდის ეტლისგან ისევ ქართველმა ექიმმა დაიხსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული