tutto mercato: ქართველი მესი იტალიაში მოდის

AutoSharing Option
იტალიური "ტუტომერკატო" იუწყება, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ 20 წლის გიორგი ჭანტურია კარიერას იტალიაში გააგრძელებსო:

"ქართველთა ლეო მესი, გიორგი ჭანტურია მზადაა, იტალიაში გადმოვიდეს.

ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც "ვიტესის" საკუთრებაა, სავარაუდოდ, "სასუოლოში" გადავა, თუმცა არც "ჯენოას" და "უდინეზეს" განელებიათ მისდამი ინტერესი.

სამი მილიონი ევრო და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულებაც დაიდება".

14 ივლისს "ვიტესმა" ამხანაგური მატჩი გამართა ბელგიურ "სტანდარდთან". ითამაშეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, აი, ჭანტურია კი არ გამოჩენილა.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ კლუბებს, "უდინეზემ" სერია A მეხუთე ადგილზე დაასრულა, "ჯენოამ" - მე-17-ეზე.
"სასუოლო" იტალიური ფეხბურთის ელიტაში წელს გადავიდა - 2012/13 წლების სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესს" დუბლით და საგოლე პასით დაუბრუნდა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ჯენოაში" ჩემი გადასვლა 90 პროცენტით გადაწყვეტილია
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბატონო დათო,
აქედან დასკვნა, რომ იქაც არიან ტვინგადაბრუნებული ფანები და ჟურნალისტები. ვიტესში გიოს რო მაგრა ეთამაშა, არავინ დაჩაგრავდა.
ramo
16 ივლისი 2013 15:29
0
ავტორს არ უთქვამს რომ ჭანტურია ქართველი მესია. მან უბრალოდ ციტირება მოახდინა იტალიურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის, რომელიც ჭანტურიას შესაძლო გადასვლაზე საუბრობს. და თუ რატომ უწოდებენ ქართველ მესის, ერთხელ მაინც რომ გენახა ვიტესის საშინაო მატჩი, აუცილებლად დაინახავდი კარის ფანკლუბის მიერ გამოფენილ ბანერს, სადაც წერია: "WE DONT NEED BARCA, WE HAVE OUR OWN MESSI: #GIO11" !!!
dato
16 ივლისი 2013 14:45
0
მესიმ კიდე კაი რო არიცის ქართული თორე იმდენ ვიღაცას ადარებენ დაანებებდა ფეხბურთს თავს ამათაც თუ აღარ ვჯობივაროო: )) არ შეიძლება ეგრე გაპიარება. თუ კარგად ითამასებს მაგას რა ჯობია.წარმატება ნებისმიერი ფეხბურთელის მისასალმებელია
აბრეზა
16 ივლისი 2013 01:49
0
ჯერ არაფრისთვის მიუღწევია,მაგრამ თუ მიაღწევს ყველა მოხარული ვიქნებით.
malxazi
15 ივლისი 2013 21:04
0
ავტორ: ესე იგი ჭანტურია არი ქართველი მესი, ხოლო ყენია კარპატელი მესი. მჭედლიძე ზაპასნოი მესი, ნიკოლოზ ნეფარიძე სპორტოლელი მესი.
გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაციები, კავკასიელ მესზე, მეგერელ მესზე, ქუთაისელ მესზე, გორელ, რუსთაველ და სვან მესებზე. სპრივეტომ თქვენი ლელოDDD
ramo
15 ივლისი 2013 18:00
0
გიორგი, წარმატებებს გისურვებ, საფეხბურთო ქვეყანაში თამაში დიდი პასუხიმგებლობაა, რაც ნამდვილად დიდ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს.
gizog
15 ივლისი 2013 17:33
0
რატომ გგონიათ რომ ვერ შეძლებს კარიერის გაკეთებას?? ძალიან ტექნიკური და სასარგებლო მოთამაშეა..მაგაზე მაგარი შემტევი დღეს საქართველოს არ ყავს. აი ნახავთ, ცოტახანში თუ საკვანძო ფეხბურთელი არ Gახდეს ნაკერებში...წარმატებები გიოს
Dato
15 ივლისი 2013 16:33
0
გიგია, გეთანხმები - ჭანტურიას პიარში საქართველოში და უცხოეთშიც იმდენი ფული იხარჯება, ერთი ქართული საშუალო გუნდის შენახვა იქნებოდა შესაძლებელი :)
versia
15 ივლისი 2013 12:53
0
ეს ისეთივე მესია როგორც მე ვარ მარადონა:) კარქით რა ამის ბოლო ბოლნისის სიონი იქნება ისიც სკამზე
გიგა
15 ივლისი 2013 12:42
0
ყველა ვარიანს აშკარად ჯობია უდინეზე
jimmi
15 ივლისი 2013 10:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული