თამაზ პერტიას რიგის "სკონტოში" ირაკლი კლიმიაშვილის იმედი აქვს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ თამაზ პერტიას გაწვრთნილი რიგის "სკონტო" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

"ტირასპოლთან" სტუმრად 1:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ ლატვიელები შინ ასეთივე ანგარიშით დამარცხდნენ, მაგრამ "სკონტომ" პენალტებში იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კანდიდატი ირაკლი კლიმიაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუმცა, II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სკონტოსა" და ჩეხური "ლიბერეცის" დაპირისპირებაში, სავარაუდოდ, ითამაშებს.

რიგელთა დამრიგებელი პერტია იმედოვნებს, რომ კლიმიაშვილი "სკონტოს" დაეხმარება:

"ირაკლის მაღალ დონეზე უთამაშია და ყველაფერში ეტყობა, რომ პროფესიონალი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელია.

ეს ჩანს ვარჯიშის დროს, ბურთის ფლობისას და თანაგუნდელებთან დამოკიდებულებაში.

ვფიქრობ, რომ ირაკლი აუცილებლად
დაგვეხმარება, რადგან კარგი ადამიანი და სპორტსმენია".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული