ჯანო ანანიძე: სადებიუტო მატჩში ჩემს თავს 3-ს პლუსით ვუწერ

AutoSharing Option
"როსტოვის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სადებიუტო მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა "ტერეკი" ბოლო წუთებზე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, საკუთარი თამაში შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი "როსტოვში" იჯარითაა, ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები მოსკოვის "სპარტაკს" ეკუთვნის.

- თქვენთვის რთული იყო "ტერეკთან" შეხვედრაში მეორე ტაიმში შესვლა?
- იმ მომენტისთვის სტუმრებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, რომელიც აქამდე ჩვენ გვქონდა, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობდი, სადებიუტო მატჩზე ვფიქრობდი და მწვრთნელისა და გულშემატკივრების იმედები უნდა გამემართლებინა.

- ღელავდით?
- რა თქმა უნდა! ამას ჩვენს კარში გოლიც დაემატა, რომელიც ნაწილობრივ
ჩემი ბრალიც იყო. როცა ბურთს ვიშორებდი, მეტოქე ფეხბურთელს სახეში მოვარტყი. რიკოშეტს შეტევა მოჰყვა და შემდეგ პენალტი. "ტერეკმა" ანგარიში გახსნა, მაგრამ არ დავნებდით.

- როცა ძიუბამ საპასუხო გოლი გაიტანა, გჯეროდათ, რომ გამარჯვებას მოიპოვებდით?

- იცით, მაშინ ტაბლოს ავხედე - სულ 5 წუთიღა იყო დარჩენილი. ვიგრძენი, რომ შეგვეძლო, "ტერეკი" ბოლომდე გაგვეტეხა და ეს შევძელით კიდეც. გამოგვივიდა, რადგან ბიჭებმა თავიდან ბოლომდე იბრძოლეს.

- თქვენი საგოლე გადაცემის დროს ძიუბა დაინახეთ?
- დიახ, როცა კანგამ ბურთი დამიგორა საჯარიმოდან, თავი ავწიე და დავინახე, როგორ მიიჩქაროდა ძიუბა კარისკენ და შევეცადე, ისე ჩამეწოდებინა, რომ თავით კარგად დაერტყა და ძიუბამ ყველაფერი იდეალურად შეასრულა.

- თქვენს დებიუტს როგორ შეაფასებდით?
- დასაწყისისთვის ცუდად არ მითამაშია. ჩემს თავს 3+ დავუწერდი.

- როსტოვში ცხელა, როგორც თქვენთან, სამშობლოში, ქობულეთში...

- დიახ, იქაც 35 გრადუსია ახლა, მაგრამ ხალხი ზღვაზე ისვენებს, ჩვენ კი აქ ვმუშაობთ. მიუხედავად სიცხისა, მე ამას სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარს.

მომზადებულია fc-rostov.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე: არტიომ ძიუბამ გაიტანა, ახლა კი ჩემი დროა!

ჯანო ანანიძის საგოლე პასმა რუსეთში "როსტოვი" გაალიდერა [VIDEO]

ჯანო ანანიძე: შემოთავაზება რუსეთის საზღვრებს გარედანაც მქონდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული