შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი "როსტოვში" იჯარითაა, ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები მოსკოვის "სპარტაკს" ეკუთვნის.
- თქვენთვის რთული იყო "ტერეკთან" შეხვედრაში მეორე ტაიმში შესვლა?
- იმ მომენტისთვის სტუმრებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, რომელიც აქამდე ჩვენ გვქონდა, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობდი, სადებიუტო მატჩზე ვფიქრობდი და მწვრთნელისა და გულშემატკივრების იმედები უნდა გამემართლებინა.
- ღელავდით?
- რა თქმა უნდა! ამას ჩვენს კარში გოლიც დაემატა, რომელიც ნაწილობრივ
- როცა ძიუბამ საპასუხო გოლი გაიტანა, გჯეროდათ, რომ გამარჯვებას მოიპოვებდით?
- იცით, მაშინ ტაბლოს ავხედე - სულ 5 წუთიღა იყო დარჩენილი. ვიგრძენი, რომ შეგვეძლო, "ტერეკი" ბოლომდე გაგვეტეხა და ეს შევძელით კიდეც. გამოგვივიდა, რადგან ბიჭებმა თავიდან ბოლომდე იბრძოლეს.
- თქვენი საგოლე გადაცემის დროს ძიუბა დაინახეთ?
- დიახ, როცა კანგამ ბურთი დამიგორა საჯარიმოდან, თავი ავწიე და დავინახე, როგორ მიიჩქაროდა ძიუბა კარისკენ და შევეცადე, ისე ჩამეწოდებინა, რომ თავით კარგად დაერტყა და ძიუბამ ყველაფერი იდეალურად შეასრულა.
- თქვენს დებიუტს როგორ შეაფასებდით?
- დასაწყისისთვის ცუდად არ მითამაშია. ჩემს თავს 3+ დავუწერდი.
- როსტოვში ცხელა, როგორც თქვენთან, სამშობლოში, ქობულეთში...
- დიახ, იქაც 35 გრადუსია ახლა, მაგრამ ხალხი ზღვაზე ისვენებს, ჩვენ კი აქ ვმუშაობთ. მიუხედავად სიცხისა, მე ამას სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარს.
მომზადებულია fc-rostov.ru-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძე: არტიომ ძიუბამ გაიტანა, ახლა კი ჩემი დროა!
ჯანო ანანიძის საგოლე პასმა რუსეთში "როსტოვი" გაალიდერა [VIDEO]
ჯანო ანანიძე: შემოთავაზება რუსეთის საზღვრებს გარედანაც მქონდა