ლეგიონერები: აკაკი ხუ­ბუ­ტი­ას გო­ლი და ლევან კო­ბი­აშ­ვი­ლის ტა­ი­მი

AutoSharing Option
23 ივლისს გამართულ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­რე საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ორ­მა ქარ­თ­ველ­მა ლე­გი­ო­ნერ­მა, მა­მუ­კა ღონ­ღა­ძემ და გი­ორ­გი ჩიხ­რა­ძემ მი­ი­ღო.

ისე­ვე, რო­გორც წი­ნა კვი­რას გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა, მათ­თ­ვის და მა­თი გუნ­დის­თ­ვის ეს დღე მე­ტად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და - ლატ­ვი­უ­რი "და­უ­გა­ვა" შინ შვე­დურ "ელ­ფ­ს­ბორ­გ­თან" 0:4 გა­ნად­გურ­და, ორ­რა­უნ­დი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა კი კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი სხვა­ო­ბით, 1:11 დათ­მო. ჩიხ­რა­ძემ სრუ­ლად ითა­მა­შა, ღონ­ღა­ძე კი შეს­ვე­ნე­ბა­ზე შეც­ვა­ლეს.

* * *
რუ­სე­თის პირ­ველ დი­ვი­ზი­ონ­ში "მორ­დო­ვი­ამ" "ენი­სე­ის" უმას­პინ­ძ­ლა და 3:0 გა­ა­ნად­გუ­რა. "მორ­დო­ვი­ას" მცველ­მა აკა­კი ხუ­ბუ­ტი­ამ გო­ლი ზე­დი­ზედ მე­ო­რე მატ­ჩ­ში გა­ი­ტა­ნა.

მან შე­უც­ვ­ლე­ლად ითა­მა­შა
და 63-ე წუთ­ზე შეხ­ვედ­რის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში და­ა­ფიქ­სი­რა.

ხა­ბა­როვ­ს­კის "სკა-ენერ­გია" სტუმ­რად 1:5 გა­ნად­გურ­და ტუ­ლის "არ­სე­ნალ­თან". "სკა-ენერ­გი­ას" რი­გებ­ში გო­გი­ტა გო­გუ­ამ შე­უც­ვ­ლე­ლად ითა­მა­შა, მი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლი გი­ორ­გი ნა­ვა­ლოვ­ს­კი კი მო­ე­დან­ზე შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნ­და.

ნალ­ჩი­კის "სპარ­ტაკ­მა" ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნია" მი­ი­ღო და და­უ­ზავ­და - 1:1. მას­პინ­ძელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ვით სი­რა­ძემ 65-ე წუ­თამ­დე ითა­მა­შა.

* * *
ბერ­ლი­ნის "ჰერ­ტამ" სა­კონ­ტ­რო­ლო მატ­ჩ­ში იტა­ლი­ურ "პა­ლერ­მოს" 2:1 სძლია. გერ­მა­ნელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა მე­ო­რე ტა­ი­მი ჩა­ა­ტა­რა.

ვე­ტე­რან­მა ქარ­თ­ველ­მა უნი­ვერ­სალ­მა საყ­რ­დე­ნი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ითა­მა­შა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იტა­ლი­ე­ლებ­მა პირ­ვე­ლი ტა­ი­მი მო­ი­გეს, "ჰერ­ტამ" კი ალექ­სან­დერ ბა­უ­მი­ო­ჰა­ნის დუბ­ლით გა­ი­მარ­ჯ­ვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული