გოგიტა გოგუა "სკა-ენერგიას" გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" რუსეთის ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "სიბირი" ანაგრიშით 2:1 დაამარცხა.

ხაბაროვსკულმა გუნდმა, რომელსაც გორის "დილას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი წვრთნის, ანგარიში გოგიტა გოგუას გოლით გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

გოგუა ივანაუსკასმა 85-ე წუთზე შეცვალა, ხოლო გიორგი ნავალოსვკისმ მატჩი სრულად ჩაატარა.

ამ დროისთვის "სკა-ენერგია" სატურნირო ცხრილში 9 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული