გაბრიელ თებიძე დანიურ "ვიბორგში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარის, გაბრიელ თებიძის შესაძლო ტრანსფერზე "ლელო" უკვე წერდა - მაშინ გოლკიპერმა გვითხრა, რომ მენეჯერის დახმარებით დანიაში გაემგზავრებოდა, რათა იქაურ "ვიბორგთან" მოლაპარაკება დაეწყო.

თებიძის ტრანსფერზე ბესიკ აბაშიძე, მალხაზ მუსერიძე და გუგა კაჭახიძე მუშაობენ. მათი სააგენტო Fa Players Agency დანიაში ქართველი მოთამაშეების მთავარი მიმწოდებელია.

სააგენტოს მონაწილეობით აღმოჩნდნენ "ორჰუსში" დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე, გიორგი დიასამიძე, ლაშა შინდაგორიძე, შარშან კი - საქართველოს ნაკრებისა და გორის "დილას" თავდამსხმელი მათე ვაწაძე.

წლეულს ესპანურ "მალაგაში" სტაჟირებაზე თბილისის "ლოკომოტივის" 15 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი
არაბიძე
გაუშვეს...

ერთი ხანობა თებიძე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში პირველი ორი მატჩი (საფრანგეთთან და სერბეთთან) შეუცვლელად ჩაატარა, ბოლოს გუბაზ დოლიძესთან "იბერია 2010-ში" ვარჯიშობდა.

ბოლო ცნობებით, 19 წლის თებიძე უკვე დანიაშია და "ვიბორგთან" ერთად ვარჯიშობს. ამ ფაქტს დანიური ინტერნეტგამოცემა "ვიბორგ ფოდპოსტ ფორენინგი" გამოეხმაურა.

"ვიბორგი" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ახალგაზრდა მეკარეს, გაბრიელ თებიძეს აკვირდება. ტესტირება უახლოესი 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა დანიის სუპერლიგის კლუბში ქართველი მეკარე.

"ვიბორგის" პოტენციური ახალწვეული საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. სულ საქართველოს 17-წლამდელთა შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა, 19-წლამდელებში კი - 8 შეხვედრა.

პირველი ვარჯიში გაბრიელ თებიძემ გუნდთან ერთად 21 აგვისტოს ჩაატარა",
- წერს "ვიბორგ ფოდპოსტ ფორენინგი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული