ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" ორენბურგის "გაზოვიკს" 2:0 რომ მოუგო, აქ ქართველი ნახევარმცველის დიდი წვლილიცაა. მისი გოლი (44-ე წუთი) ამ შეხვედრაში გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
გოგუა, რომელმაც მიმდინარე სეზონის 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 75-ე წუთზე შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში იყო "სკა ენერგიას" კიდევ ერთი ქართველი გიორგი ნავალოვსკიც, რომელიც ასევე შეცვალეს, ოღონდ, თამაშის ბოლოს.
"გაზოვიკს" რაც შეეხება, აქ ზურაბ არზიანი იყო სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა მატჩს ბოლომდე ვერც ის შემორჩა -
* * *
სარანსკის "მორდოვიამ" ნაზრანის "ანგუშტი" დაჯაბნა - 3:0. საქართველოს ნაკრების მცველმა აკაკი ხუბუტიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ისიც უნდა ითქვას, მე-20 წუთიდან "ანგუშტი" 10 კაცით დარჩა, თამაშის მიწურულს კი, წითელი ბარათის გამო, ერთი მოთამაშეც გამოაკლდა.
"მორდოვია" მეორე ადგილზეა.
* * *
ნალჩიკის "სპარტაკმა" საკუთარ მოედანზე ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგიასთან" წააგო - 1:3. მასპინძელთა შორის ჩვენებურმა ფორვარდმა დავით სირაძემ სრული მეორე ტაიმი ითამაშა და მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათით დაკმაყოფილდა.
ჯერჯერობით, ნალჩიკელები გასავრდნ ზონაში არიან.
* * *
ლიდერთა შორის მყოფი "ალანია" კი მოსკოვში "ტორპედოსთან" დამარცხდა - 0:2.
ვლადიკავკაზელთა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ სრულად ითამაშა. 29 წლის ქართველმა 68-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო. რაც შეეხება "ალანიას" კიდევ ერთ ქართველს - გოჩა ხოჯავას, ვალერი გაზაევმა ის 67-ე წუთიდან ჩართო თამაშში.
წუთით ადრე კი "ალანია" 10 კაცით (გაძევება) დარჩა მოედანზე, რასაც სტუმართა კარში პენალტი და მეორე გოლი მოჰყვა. ამან ცხადი გახადა, რომ "ტორპედო" გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდა.
* * *
უკრაინულ პრემიერლიგაში ლუგანსკის "ზორიამ" დონეცკში "მეტალურგთან" 0:2 დათმო. "ზორიას" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია სასტარტო შემადგენლობაში იყო. მწვრთნელმა ის 58-ე წუთზე შეცვალა.
* * *
დანიის ჩემპიონატის სუპელიგაში "ორჰუსმა" დამაჯერებლად აჯობა (3:1) "სონდერიისკეს", რომელიც მე-3 წუთზე დაწინაურდა.
დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე ბოლომდე თადარიგში დარჩნენ, მათე ვაწაძე კი კვლავ ტრავმირებულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"