"კრილია სოვეტოვის" მწვრთნელი გია გრიგალავას მისტირის

AutoSharing Option
გია გრიგალავას მახაჭყალის "ანჟიში" წასვლამ მის ყოფილ კლუბ სამარის "კრილია სოვეტოვს" დაცვაში პრობლემები შეუქმნა.

ეს "კრილიას" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ციკანკოვმა რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში, კრასნოდარის "ყუბანთან" საშინაო ფრის (0:0) შემდეგ განაცხადა:

"მახაჭ
ყალის "ანჟიში" ჩვენი ორი მცველი გადავიდა, ბენუა ანგბვა და გია გრიგალავა. ამან "ყუბანთან" მატჩის დროს სტრატეგიის შეცვლა გვაიძულა.

მათმა წასვლამ დაცვა შეასუსტა. უპირველესად, უკანა ხაზის გაძლიერებას შევეცადეთ და ეს შეტევების შესუსტების ხარჯზე მოგვიხდა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული