ლევან კობიაშვილი: სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" 36 წლის ქართველმა ლეგიონერმა ლევან კობიაშვილმა გერმანულ "შპორტ ბილდს" განუცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

ლევანს "ჰერტასთან" კონტრაქტი სწორედ 2014 წლის ზაფხულამდე აქვს.

"ახლა ჩემი საფეხბურთო კარიერის ბოლო სეზონი მიმდინარეობს, ზაფხულში კი კარიერას დავასრულებ. მანამდე, დარწმუნებული ვარ, რომ "ჰერტას" კიდევ გამოვადგები და სანამ საბოლოოდ შევეშვები ფეხბურთს, 5-10 მატჩის გამართვას მოვახერხებ.

მართალია, ფეხბურთში დარჩენა მსურს, მაგრამ, არა მგონია, საინტერესო წინადადებები მივიღო",
- განაცხადა ლევანმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი 1998 წლიდან მოყოლებული გერმანიაშია. მას "ჰერტამდე" "ფრაიბურგსა" და "შალკეში" აქვს
ნათამაშები.

საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 100 მატჩი და 12 გოლია.

ასევე იხილეთ:
"ფიფას ასიანთა კლუბი" და ლევან კობიაშვილი
აი, რას ნიშნავს კობი გერმანელებისთვის! საქართველოს ნაკრებისთვის?
ფოტოფაქტი: კობ-ი-აშვილი
მკითხველის კომენტარები / 2 /
შაკო! ვინც ყველაზე კარგად ითამაშებს იმის გაშვება და დანარჩენების დატოვება მაგარი სირცხვილი იქნება.
guja_kakhadze
00:54 21-09-2013
0
კობი ათამაშეთ ესპანეთთან გამოსათხოვარი მიხვდიიით!!!
შაკო
18:18 20-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული