ეს ერთადერთი გოლიც სამარელთა ქართველმა მცველმა ალეკო ამისულაშვილმა მე-18 წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამისულაშვილი "კრილიას" კაპიტნად აირჩიეს. მის კარიერაში ეს მესამე კლუბია, სადაც ეს პატივი ხვდა წილად: მანამდე 31 წლის მცველს კაპიტნის სამკლავური ნალჩიკის "სპარტაკსა" და "კრასნოდარში" მოურგია.
ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელი სამარაში მეორედ დააფასეს - ადრე გუნდის კაპიტანი დავით მუჯირი გახლდათ.
"ურალთან" შეხვედრის შემდეგ "სპორტ-ექსპრესმა" "კრილიას" ქართველ კაპიტანს ინტერვიუ
"ის, რომ "კრილიაში" ბოლო დროს მცველებს გაგვაქვს გოლები და ეს ცუდია, ამაში ვერ დაგეთანხმებით. პირიქით, კარგია, შეტევებში უკანახაზელებიც რომ წარმატებით ვერთვებით.
საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიტანს? მთავარია, მეტოქის კარი ავიღოთ. არადა, სახლში ვთამაშობდით და 3 ქულის აღებას ვიმედოვნებდით... მაგრამ "ურალიც" კარგი გუნდია და მოგების იმედი მეტოქესაც ჰქონდა.
რაც შეეხება ჩემს გოლს, სასიამოვნო იყო და მეტი არაფერი".
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"