მათე ვაწაძემ დანიის ჩემპიონატში 7 თვის მერე გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგაში ჩვენთვის საინტერესო მატჩი იუტლანდიის ქალაქ რანდერსში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი გუნდი ქართველთა "ორჰუსს" მასპინძლობდა.

"ორჰუსში" დავით დევდარიანი (ტრავმირებულია), მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე თამაშობენ. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, პეტერ სორენსენმა ვაწაძე თამაშში 59-ე წუთზე ჩართო, ხოლო სხირტლაძე - 72-ეზე.

ვაწაძეს ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ თავურით ვერც ერთხელ მიაღწია მიზანს. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში მათეს უიღბლობა დასრულდა, საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში ყველას დაასწრო, "ორჰუსს" ქულა გადაურჩინა და 7 ათას გულშემატკივარს გული დაწყვიტა. ქართველთა გუნდს 11
თამაშიდან 15 ქულა აქვს.

24 წლის მათე ვაწაძესთვის ეს პირველი გოლია სეზონში და მე-4 დანიურ კარიერაში (მხოლოდ ჩემპიონატს ვგულისხმობთ). ბოლოს მან "ესბიერგს" გაუტანა ზუსტად შვიდი თვის წინ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ასევე იხილეთ:
მათე ვაწაძე: ბედნიერი ვარ, რომ თამაში და სრულყოფილი ვარჯიში შემიძლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული