AGF-ის ხელმძღვანელობას კვლავ სჯერა ქართველის შესაძლებლობების, მაგრამ მან ეს ნდობა მოედანზე მონდომებით უნდა გაამართლოს. შაბათს სხირტლაძე ისევ დააბრუნეს პირველ გუნდში, მას მერე, რაც "ოლბორგთან" მატჩის განაცხადშიც კი არ შეუყვანიათ.
პეტერ სორენსენი ახალგაზრდა ფეხბურთელს მონდომებას უწუნებს, რის გამოც სხირტლაძეს საქმე კლუბის ხელმძღვანელობასთანაც კი
"დავითი ძალიან კარგი ბიჭია და მას მართლაც ძლიერ სურს კარგი ფეხბურთელი დადგეს. მაგრამ მას თავისებური მიდგომა აქვს საკითხებისადმი. იმას არ აკეთებს მოედანზე და საწვრთნელ ბაზაზე, რასაც მე ფეხბურთელებისგან ვითხოვ. მას რომ ტალანტი აქვს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ბევრი უნდა იშრომოს, რომ კარიერაში წინ წავიდეს. იმედია, დავითმა კარგად გაიგო, რაც ჩვენ მას შეხვედრაზე ვუთხარით", - აცხადებს წარსულში ცნობილი დანიელი ფეხბურთელი სტეენ ნილსენი.
"ბოლდის" ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანს დაელოდება კლუბის ხელმძღვანელობა ქართველს, რომ ძველებურად ათამაშდეს, სტინ ნილსენმა უპასუხა:
"რთული საკითხია, თუ შევამჩნევთ, რომ ის პატარა ნაბიჯებით წინ მიდის, შეიძლება ნახევარი წელი ან თუნდაც სეზონი ვადროვოთ. ის ხომ 93-იანია ჯერ ახალგაზრდაა. ის, რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს ძველ დროს, როცა მართლაც ბრწყინვალედ თამაშობდა. ისეთი პოტენციალი აქვს, რომ სხირტლაძე მუდამ უნდა იყოს მთავარ გუნდში. ეს ეჭქვეშ არც უნდა იყოს".
სტეენ ნილსენი თვლის, რომ კლუბსაც შეუძლია ქართველის დახმარება: "ჩვენც შეგვიძლია მისი დახმარება, მაგრამ უმთავრესი თავადაა. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მე ერთი წუთითაც არ მეეჭვება, რომ დავითი ამას შეძლებს", - ამბობს სტეენ ნილსენი.
20 წლის დავით სხირტლაძე უკვე მესამე სეზონია, "ორჰუსში" და მის ანგარიშზე 46 თამაშია (2 გოლი) პირველ გუნდში.
ასევე იხილეთ:
მათე ვაწაძემ დანიის ჩემპიონატში 7 თვის მერე გაიტანა
რას ერჩის პეტერ სორენსენი ქართველებს? მათე ვაწაძე გაკვირვებულია