ბაქოს "ინტერის" ქართული სამზადისი

AutoSharing Option
ბოლო წლების ერთ-ერთმა წარმატებულმა აზერბაიჯანულმა კლუბმა, ბაქოს "ინტერმა" ეს სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ქართველი სპეციალისტების - კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა ბოლო სამ თამაშში 7 ქულა აიღო და ნელ-ნელა მიიწევს იმ პოზიციისკენ, სადაც წლების განმავლობაში იმყოფებოდა.

"ინტერის" წარუმატებელი სტარტის ერთ-ერთი მიზეზი განახლებული შემადგენლობაც იყო - სეზონის დაწყების წინ გუნდში 12 ახალი ფეხბურთელი მივიდა და ახალწვეულებს შეთამაშების პრობლემაც ჰქონდათ. ამას დაემატა წამყვან ფეხბურთელთა ტრავმებიც - 31 წლის ლაშა სალუქვაძე თითქმის თვენახევარი ვერ ეხმარებოდა "ინტერს", თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა,
30 წლის მიკელ ალვარომ კი 1-ელ სექტემბერს "სიმურგთან" მატჩის დასაწყისში მიიღო ტრავმა და იმის მერე მკურნალობს...

სალუქვაძისა და ალვაროს გარდა, "ინტერს" ჰყავს კიდევ ერთი ცნობილი ახალწვეული - 35 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელიც ყველა მატჩსა თუ ვარჯიშზე თანაგუნდელებისთვის პროფესიონალიზმის ეტალონად რჩება;

"ინტერში" მეოთხე სეზონი დაიწყო 34 წლის გიორგი ლომაიამ, ხოლო გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, 25 წლის ბაჩანა ცხადაძემ - მესამე.

შარშან და შარშანწინ, სანაკრებო პაუზების დროს, "ინტერი" თბილისში რამდენჯერმე ჩამოვიდა და ამჯერადაც გვესტუმრება 5 დღით. თუმცა ცხადაძეს თბილისში სრული შემადგენლობა არ ეყოლება - მისი ვაჟი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ვაგიფ ჯავადოვი, სალახატ აგაევი, რუსლან ამირჯანოვი და ელხად ნაზირი - აზერბაიჯანის მთავარ გუნდში.

ამ ხუთი დღის განმავლობაში "ინტერი", მოკლევადიანი შეკრების გარდა, სავარაუდოდ, 12 ოქტომბერს, რომელიმე ქართულ კლუბთან საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული