21 წლის ილურიძემ "ლოკომოტივასთან" მატჩში (3:1) გაიბრწყინა. 37-ე წუთზე მან მარკო ბენკუნს ანგარიში გაახსნევინა, ისედაც ძალიან აქტიური იყო და "პოლიუდზე" ტექნიკის დემონსტრირება რამდენჯერმე მოახდინა.
სწორედ ამ მატჩს ეხმიანება ხორვატიული "გოლი", რომელიც სტატიას აქვეყნებს სათაურით: "ტიკი-ტაკა პოლიუდზე". სტატიაში, ძირითადად, დუბლის ავტორი ბენკუნია ცაში აყვანილი, თუმცა არც ილურიძეა დავიწყებული.
"ჰაიდუკმა" "პოლიუდზე"
"ბენკუნის პირველი გოლი ფანტასტიკურ ვითარებაში გავიდა, "ჰაიდუკის" კომბინაციამ "ბარსელონას" ტიკი-ტაკა მოგვაგონა. კომბინაცია ჟან კუასიმ დაიწყო, შემდეგ ბურთი გიორგი ილურიძემ მიიღო. ქართველმა ჯერ კედელი ანდრიაშევიჩთან გაითამაშა, შემდეგ კი ბენკუნი მოძებნა. ბენკუნის დარტყმამ კი "პოლიუდი" სიხარულისგან "ააფეთქა".
აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა 4-2-3-1 სისტემაში ცენტრფორვარდის ადგილზე ითამაშა.
ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძე: რატომ ვარ, ხალხო, მოღალატე?