ტიკი-ტაკა "პოლიუდზე" გიორგი ილურიძის შესრულებით

AutoSharing Option
ხორვატიის პირველობაზე 14 ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობაა - 30-30 ქულით სპლიტის "ჰაიდუკი" და ზაგრების "დინამო" ლიდერობენ. გიორგი ილურიძის "ჰაიდუკი" ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველია, რაშიც უკვე დიდი წვლილი თავად ქართველ შემტევს მიუძღვის.

21 წლის ილურიძემ "ლოკომოტივასთან" მატჩში (3:1) გაიბრწყინა. 37-ე წუთზე მან მარკო ბენკუნს ანგარიში გაახსნევინა, ისედაც ძალიან აქტიური იყო და "პოლიუდზე" ტექნიკის დემონსტრირება რამდენჯერმე მოახდინა.

სწორედ ამ მატჩს ეხმიანება ხორვატიული "გოლი", რომელიც სტატიას აქვეყნებს სათაურით: "ტიკი-ტაკა პოლიუდზე". სტატიაში, ძირითადად, დუბლის ავტორი ბენკუნია ცაში აყვანილი, თუმცა არც ილურიძეა დავიწყებული.

"ჰაიდუკმა" "პოლიუდზე"
შექმნილ შესანიშნავ ატმოსფეროს დიდებული თამაში მოაყოლა და 15 ათასი გულშემატკივარი 3:1 მოგებით გაახარა. მარკო ბენკუნი ისევ ტორსიდის გმირია"
, - წერს "გოლი".

"ბენკუნის პირველი გოლი ფანტასტიკურ ვითარებაში გავიდა, "ჰაიდუკის" კომბინაციამ "ბარსელონას" ტიკი-ტაკა მოგვაგონა. კომბინაცია ჟან კუასიმ დაიწყო, შემდეგ ბურთი გიორგი ილურიძემ მიიღო. ქართველმა ჯერ კედელი ანდრიაშევიჩთან გაითამაშა, შემდეგ კი ბენკუნი მოძებნა. ბენკუნის დარტყმამ კი "პოლიუდი" სიხარულისგან "ააფეთქა".

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა 4-2-3-1 სისტემაში ცენტრფორვარდის ადგილზე ითამაშა.

ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძე: რატომ ვარ, ხალხო, მოღალატე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული