სამწუხაროდ, ამჯერად სიმბოლურ ნაკრებში ქართველებიდან ვერავინ მოხვდა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი ჩვენებური, "სევასტოპოლის" მცველი მათე ღვინიანიძე გამოარჩიეს.
ბოლო ტურში მისმა გუნდმა შინ ლუცკის "ვოლინი" 2:1 დაამარცხა. მათე მარჯვენა ცენტრალური მცველი გახლდათ და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
სტატისტიკური მონაცემების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტურში ყველაზე მეტჯერ (15-15) მეტოქეს ბურთი მათემ და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მცველმა დუგლასმა აართვეს.
იყო დრო, ღვინიანიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მცველად ითვლებოდა. მისი ისტორია ზღაპარს ჰგავდა - საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგიდან
მაგრამ გერმანიაში ჩავარდნა ჰქონდა, რის შემდეგაც უკრაინაში წავიდა. ახლა კი აშკარაა, რომ მათეს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა, დაღვინდა და ვინ იცის, იქნებ თავისი სიტყვა კიდევ თქვას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"