"ემპოლის" სპორტული დირექტორი: ლევან მჭედლიძე დიდ საქმეს აკეთებს

AutoSharing Option
23 წლის ლევან მჭედლიძისა და 21 წლის ირაკლი შეყილაძის "ემპოლი" სერია B-ში მეორე ადგილზეა და იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამიტომ იტალიურ პრესაში ხმები დაირხა, იანვარში გუნდი გაძლიერდება, განსაკუთრებით, შეტევის ხაზშიო.

ამ თემაზე "ტუტო მერკატო" კლუბის სპორტულ დირექტორ მარსელო კარლის ელაპარაკა, რომელმაც შემდეგი თქვა:

"იანვარში "ემპოლის" შეტევის ხაზი მინიმალურადაც არ შეიცვლება. ამაში მე ირაკლი შეყილაძესაც ვგულისხმობ, რომელიც 1992 წელს არის დაბადებული.

შეყილაძეს ახლა სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, მაგრამ  სამომავლო პერსპექტივისა ჩვენ ძალიან გვჯერა".

ინტერვიუში მან ლევანიც მოიხსენია:

"ის
ყოველ შემოსვლაზე დიდ სასარგებლო საქმეს აკეთებს თავისი გუნდისთვის, თავისი ფიზიკური ძალით.

რაც დრო გადის, მჭედლიძე კიდევ უფრო ძლიერი ფეხბურთელი ხდება. მთავარი ამ შემთხვევაში მოთმინებაა",
- განაცხადა "ემპოლის" სპორტულმა დირექტორმა.

ასევე იხილეთ:
"ემპოლის" ფორვარდი ირაკლი შეყილაძე ტრავმირებულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული