ნიკოლოზ გელაშვილი: მწვრთნელის ნდობა გოლებით უნდა გავამართლო

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ნიკოლოზ გელაშვილის "ყარაბახი" 24 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ჩვენებურს 10 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი. მან ახლახან "ხაზართან" შეხვედრაში გამოიჩინა თავი და "აზერისპორტის" ყურადღებაც დაიმსახურა.

- 8-ტურიანი "მშრალი სერიის" მერე ისევ გაიტანეთ გოლი...
- ლენქორანში თამაში პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. გუნდს დავეხმარე და ეს კარგია.

- სხვათა შორის, ბოლო გოლიც "ხაზარს" გაუტანეთ...
- დიახ, ჩემი სამი გოლიდან ორი ამ გუნდს გავუტანე. ამაზე გაჩერება არ შეიძლება. სასურველია, სხვა გუნდებსაც თუ გავუტან რეგულარულად.

-
8-მატჩიანი "მშრალი სერიის" დროს ხშირად გაკრიტიკებდნენ, აზერბაიჯანულ პრესას თვალს ადევნებთ?
- შეძლებისდაგვარად. კრიტიკას ჩვეულებრივად ვხვდები. რადგან მაკრიტიკებენ, ესე იგი, საამისო მიზეზიც აქვთ.

- ერთხელ თქვენმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა ლამის აგვიკრძალა ამ თემაზე საუბარი...
- მწვრთნელი მენდობა და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ნდობამ იცის საკუთარი ძალების რწმენის განმტკიცება. ახლა რჩება მხოლოდ ამ ნდობის გამართლება. ახლა, რაც შეიძლება, მეტი გოლი უნდა გავიტანო, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს.

- უახლოვდება თუ არა "ყარაბახი" მონატრებულ ჩემპიონობას?
- არა, ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. სეზონი წინაა, კიდევ არსებობს "ნეფთჩი".

- მალე სწორედ "ნეფთჩისთან" დაპირისპირება გელით...
- მანამდე ჯერ ერთი თამაში უნდა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად ვუყურებ "ნეფთჩისა" და "ხაზარის" შეხვედრასაც.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ლევან მჭედლიძის მონატრებული გასროლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეე გელაშ გელაშ... ჩამო რა საქაღთველოში ითამაშე სადმე... მაგალითად ზესტაფონში :)
PARFIUMER
09:40 01-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული