გიორგი 15 ნოემბერს თბილისში უნდა იყოს, სამ დღეში კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს სლოვაკეთთან.
"საინტერესო ისაა, რომ ილურიძემ გორში უნდა ითამაშოს, იმ ქალაქში, საიდანაც განხორციელდა ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერი "ჰაიდუკში", - წერს კლუბის საიტი.
ხორვატიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ჰაიდუკმა" სტუმრად "სლავენთან" წაიფორხილა - 3:3 და ახლა მე-2 ადგილზეა. კიდევ უფრო ცუდი ამბავი ჩვენებურს შეემთხვა - მან ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს.
აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით
"გიორგიმ "სლავენთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი ტრავმა არ არის სერიოზული და გიორგი მალე დადგება ფეხზე".
შეგახსენებთ, რომ გიორგი ილურიძე ალექსანდრე ჩივაძის გუნდში ადრეც იყო გამოძახებული, თუმცა მას არ უთამაშია. ამას გარკვეული გაუგებრობაც მოჰყვა, თუმცა ფეხბურთელს თავისი არგუმენტები ჰქონდა.
ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძე: რატომ ვარ, ხალხო, მოღალატე?
ტიკი-ტაკა "პოლიუდზე" გიორგი ილურიძის შესრულებით