ლევან მჭედლიძის ტრავმა და ირაკლი შეყილაძის გოლი "ემპოლის" ტესტ-მატჩში

AutoSharing Option
სერია B-ს ერთ-ერთმა ლიდერმა "ემპოლიმ" ტესტ-მატჩში 10:0 გაანადგურა "მონტელუპო". აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად ითამაშა 21 წლის ირაკლი შეყილაძემ და მან გოლის გატანაც შეძლო.

ირაკლიმ პირველი ტაიმის 43-ე წუთზე თანამემამულე ლევან მჭედლიძე შეცვალა, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო. შეყილაძემ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა. მე-60 წუთზე ჩვენებურმა გოლი გაიტანა და ანგარიში 6:0 გახადა.

შეცვლამდე ლევან მჭედლიძემ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. "პიანეტა ემპოლის" ცნობით, ლევანს ზურგის კუნთი ეტკინა და ის მალე განაახლებს ვარჯიშს.

"ემპოლის" მომდევნო მატჩი ჩემპიონატში 11 ნოემბერს ელის "ტერნანას"
წინააღმდეგ.  

ასევე იხილეთ:
"ემპოლის" სპორტული დირექტორი: ლევან მჭედლიძე დიდ საქმეს აკეთებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეყილაძის გოლი რომ წავიკითხე , მივხვდი , 10 - 0 ან 20 - 0 რომ იქნებოდა ... :))
SHUKOVANI
10:00 07-11-2013
0

სიახლეები პოპულარული