მას კიშინიოველთა შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია, ამ დროს კი, შესაძლოა... პოლონეთში აღმოჩნდეს.
საქმე ისაა, რომ სანაკრებო პაუზის დროს, 12 ოქტომბერს, "ზიმბრუ" ლვოვში ბუბა დაუშვილის "კარპატის" ესტუმრა და ამხანაგური მატჩი გამართა. კიშინიოველთა შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა.
საიდან სადაო და, როგორც გვითხრეს, მატჩს დაესწრო პოზნანის "ლეხის" სელექციონერი, რომელსაც ჩვენებურის თამაში მოეწონა. როცა მან გაიგო, რომ ქართველი მოლდოვურ კლუბში ახალი ჩარიცხული
ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა:
"ახალ კლუბში გადასული, ფორმის აღსადგენად, "ზიმბრუს" დუბლებში ვვარჯიშობდი, ახლახან კი ძირითადში გადამიყვანეს. მანამდე, ოქტომბერში, ლვოვის "კარპატისთან" ამხანაგური შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ "ლეხის" სელექციონერს მოვეწონე.
პოლონელები თურმე სერიოზულად დაინტერესებულან. ახლა მიწვევას ველოდები. იმედია, კლუბები შეთანხმდებიან და პოზნანში გავემგზავრები.
ცხადია, უკეთეს ლიგაში თამაში მსურს; პოლონეთის ექსტრაკლასა კი ასეთია, იქიდან გერმანიამდე ერთი ნაბიჯია".
ლუკა თათხაშვილი გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ. ხოლო რაც შეეხება პოზნანის "ლეხს", 15 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერს, ლადო დვალიშვილის "ლეგიას" 8 ქულით ჩამორჩება, სამეულამდე კი 5 ქულა აშორებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"