"ინტერის" ოფიციალურმა საიტმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და ლევანთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ლევან, როგორ მოხვდით ბაქოში?
- მე აქ ჩემს მეგობრებთან ვარ, ალექსანდრე იაშვილი მოვინახულე. მასთან დიდი ხანია, ვმეგობრობ. ერთად ვთამაშობდით "დინამოსა" და "ფრაიბურგში" და დიდი ხანი ერთად ვიცავდით ეროვნული ნაკრების ღირსებას.
ჩვენ ერთმანეთთან ძმებივით ვართ. 3-დღიანი შვებულება მომცეს და გადავწყვიტე, ის მეგობართან ერთად გამეტარებინა.
- ბოლოს 10 წლის წინ ვიყავი აქ და ბევრი რამ შეცვლილა, მომწონს. ქალაქი ძალიან გალამაზდა და ბევრი საინტერესო ადგილია მოსანახულებლად. ფეხბურთში განხორციელებული ცვლილებებიც - ბაქოში სტადიონები შენდება და აქ ბევრი კონკურენტუნარიანი კლუბია.
- რა იცით აზერბაიჯანულ ფეხბურთზე? ალბათ, იაშვილი გიყვებოდათ...
- ნაკრებზე ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა ჩემპიონატის შესახებ ბევრი რამ გამიგია. "ინტერის" თამაშებს თვალყურს ვადევნებ, თქვენს გუნდს კახა ცხადაძე ხელმძღვანელობს, რომელთანაც ასევე მეგობრული ურთიერთობა მაქვს. "ინტერის" სხვა ფეხბურთელებსაც ვიცნობ.
მოკლედ, თქვენ გგულშემატკივრობთ.
- როგორ მიდის საქმეები "ჰერტაში"?
- ბუნდესლიგაში კარგი პოზიცია გვიკავია. სეზონის ბოლოს კონტრაქტი მისრულდება.
- იქნებ შემდეგ იაშვილს შემოუერთდეთ?
- არ ვიცი, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ახლა მხოლოდ "ჰერტაზე" ვარ კონცენტრირებული. რა იქნება მომავალში, ჯერ არ ვიცი.
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში 338-ე მატჩი ითამაშა