ლევან მახარაძე - უცნობი ქართველი უკრაინის პრემიერლიგაში

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ადგილზე მყოფ "ილიჩევეცში", სადაც იჯარის წესით თამაშობენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები: თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე, კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა - ლევან მახარაძე.

მახარაძე ახალგაზრდა (20 წლისაა) და ტანმაღალი (189 სმ) მცველია, რომელსაც მოქალაქეობის გრაფაში, სამწუხაროდ, უკრაინა უწერია, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ ასაკში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

მახარაძეს ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშია ოფიციალური მატჩი, თუმცა ის ახლახან გამოჩნდა ამხანაგურ შეხვედრაში "ზორიას" წინააღმდეგ და ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო. მას 4-ნომრიანი მაისურაც მისცეს. ფაქტია, მისმა გუნდმა კარი მშრალად
შეინახა, თავად კი პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

17 ნოემბერს ლევანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მან "ილიჩევეცისა" და დონეცკის "მეტალურგის" 21-წლამდელთა გუნდების სპარინგში ითამაშა (1:1).

აღსანიშნავია, რომ "ილიჩევეცის" გუნდი დუბლშემადგენლობების ჩემპიონატში პირველ ადგილზეა 27 ქულით. ბოლო ტურში მას გოლიც გაუტანია "ტავრიას" წინააღმდეგ, რის გამოც ოფიციალურ საიტთან მცირე ინტერვიუ დაიმსახურა.

"როცა მცველის პოზიციაზე თამაშობ, არცთუ ხშირად გაქვს შანსი გოლის გატანის. მოხარული ვარ, რომ გავიტანე. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტი ვარჯიშებზე დახვეწილი იყო. მოხარული ვარ, რომ პირველ ადგილზე ვართ, თუმცა წინ კიდევ II წრეა", - განაცხადა მახარაძემ, რომელსაც ნელ-ნელა ძირითად გუნდსაც აჩვევენ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, II წრეში მან უკვე პრემიერლიგაში ითამაშოს.

ლევან მახარაძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფეხბურთში მისი კუმირი ჯონ ტერია.

ასევე იხილეთ:
ჯაბა ლიპარტია: ზამთრის არდადეგებზე კარგ ხასიათზე უნდა გავიდეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული