ლევან ყენია: უნდა დავუმტკიცო ყველას, რა შემიძლია

AutoSharing Option
გერმანულმა "ბილდმა" მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა დიუსელდორფის "ფორტუნას" ქართველ ლეგიონერ ლევან ყენიასთან.

"45 წლის მაიკ ბიუსკენსის გუნდში 23 წლის ლევან ყენია სეზონის წინ ერთ-ერთ მთავარ იმედად მივიდა. "ფორტუნამ" იშოვა შემქმნელი ნახევარმცველი, მაგრამ კლუბის იმედები არ გამართლდა.

მან 10 თამაშში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთხელ იყო მოედანზე 90 წუთი. ამაში ლევანს სხვადასხვა ტრავმამ და ფორმიდან ამოვარდნამ შეუშალა ხელი. ახლა მას ქუსლის ტრავმა აქვს და გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს"
.

ქართველმა ნახევარმცველმა "ბილდს" განუცხადა, რომ მისი ბოლო ტრავმა არცთუ სერიოზულია და ის მალე დაიწყებს
ვარჯიშს:

"და როცა ტკივილები საბოლოოდ გამივლის, ყველას დავუმტკიცებ, ჯერ კიდევ რა შემიძლია ფეხბურთში".

საამისოდ, "ფორტუნას" ქართველ დრიბლიორს გადაუწყვეტია, სათამაშო სტილი შეიცვალოს: "მეორე ბუნდესლიგაში ცოტა განხვავებული ფეხბურთია - აქ ნაკლებია პასებით თამაში და მეტი ბრძოლა. მე უფრო საფეხბურთო კუთხით ვაფასებდი ყველაფერს, ასეც ვთამაშობდი, მაგრამ ამან "ფორტუნას" შედეგი ვერ მოუტანა. ახლა მე უნდა ვისწავლო მეტი სირბილი და ბრძოლა, სხვა გზა არ არის და ყველაფერი კარგად იქნება".

ლევან ყენია ადრე "შალკეში" თამაშობდა, მაგრამ მაშინ ის ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ტალანტად ითვლებოდა. სამწუხაროდ, მან ვერ გაამართლა უმძიმესი ტრავმის გამო:

"იმედია, აღარასოდეს მოვხვდები ისეთ ცუდ სიტუაციაში, როგორც მაშინ. ახლა კი "ფორტუნაში" მალე დაბრუნებას და ბრძოლას ვაპირებ".

ასევე იხილეთ:
express.de: ბევრის თქმით, "ფორტუნა" ლევან ყენიას გარეშე უკეთესად თამაშობს
მკითხველის კომენტარები / 8 /
შენგან ფეხბურთელი არასოდეს დადგება. რაც აქამდე არ გიკეთებია ეხლა როგორ უნდა გააკეთო?!
soso
16:53 20-11-2013
0
ღმერთმა გისმინოს ლევან, მაგრამ.....რა ვიცი აბააააა
koki
17:46 20-11-2013
0

სიახლეები პოპულარული