მათე ღვინიანიძე: ქართველი ვიბრძვი "სევასტოპოლისთვის" და უკრაინელები თითქოს ამადლიან თამაშს

AutoSharing Option
უკრაინულ ფეხბურთში კრიზისის ნიშნებია - გასულ სეზონში "კრივბასი" დაიშალა, რის გამოც საკლუბო კარიერა აერია საქართველოს ნაკრების წევრ უჩა ლობჟანიძეს. ამ სეზონში "გაქრა" კიევის "არსენალი", ახლა კი ჯერი "სევასტოპოლისაა", სადაც ნაკრების კიდევ ერთი წევრი, მათე ღვინიანიძე თამაშობს.

თუმცა "ფუტბოლ ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მათე ღვინიანიძე ოპტიმიზმს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ თვეებია ხელფასი არ მიუღია.

- მათე, ბოლო დროს სულ "სევასტოპოლის" ფინანსურ კრიზისზე ლაპარაკობენ. მართლა ცუდადაა საქმე?
- მე ამისგან ტრაგედიას არ შევქმნიდი. დიახ, კლუბს ფეხბურთელებთან დავალიანება აქვს და ეს კარგი ვერ
იქნება, მაგრამ რატომ მარტო "სევასტოპოლი", უკრაინაში ახლა ასეთი სიტუაცია არ არის იშვიათი და არა მარტო უკრაინაში.

მე, მაგალითად, მეგობარი მყავს "ოლიმპიაკოსში". გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ხანდახან 5 თვით უგვიანებენ ხელფასებს. გერმანიაში, "მიუნხენში" რომ ვთამაშობდი, ერთხელ პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, 6 თვით ხელფასის 20%-ზე უარი მეთქვა.

ჩვენ უნდა ვიყოთ ნამდვილი პროფესიონალები, უნდა ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ, დანარჩენი კი ხელმძღვანელობის საქმეა. იმედია, "სევასტოპოლის" ფეხბურთელები დამსახურებულ ხელფასებს მიიღებენ.

- რამდენი თვის დავალიანება აქვთ?
- სექტემბერ-ოქტომბრის, მაგრამ პრესაში აბუქებენ, თითქოს 1 წელია, ხელფასი არ აგვიღია!

- რას გეუბნებათ ხელმძღვანელობა?
- ისინი გვპირდებიან, რომ სიტუაცია გამოსწორდება. მე არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო მათ.

- ასეთ დროს ფეხბურთელები სხვა კლუბში წასვლაზე ფიქრობენ ხოლმე. თქვენ?
- არავითარ შემთხვევაში, ჩემს მომავალს ამ კლუბში ვხედავ. ვამაყობ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ და ბოლომდე დავიხარჯები.

- ამბობენ, ბოლო წაგება სწორედ ამ კრიზისის ბრალი იყოო...
- ალბათ ასეცაა. აურია პრესამ ბიჭებს თავი. მაგრამ მაინც არ მესმის: მე, ქართველი გავდივარ და ვიბრძვი და უკრაინელი რატომ უნდა აკეთებდეს ამას, თითქოს თავის კლუბს ამადლის კიდევაც. ამით ხომ ჩვენვე დამატებით პრობლემებს ვიქმნით.

- ამბობენ, "დინამოსთან" მატჩზე გუნდი არ გავაო...
- გამორიცხულია. შეიძლება ასეც ფიქრობენ, "სევასტოპოლი" "კრივბასისა" და "არსენალის" ბედს არ გაიზიარებს.

ასევე იხილეთ:
მათე ღვინიანიძე - საუკეთესო ჩამშლელი უკრაინის პრემიერლიგაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული