ბუბა დაუშვილმა ლვოვის "კარპატის" დუბლებში გაიტანა

AutoSharing Option
ბუბა დაუშვილი ლვოვის "კარპატის" ერთი თვის წინ დაუბრუნდა. 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი უკრაინული პრემიერლიგის XVII ტურის განაცხადშიც იყო, მაგრამ არ უთამაშია.

იმ შეხვედრაში ლვოველები დონეცკის "მეტალურგს" დაუზავდნენ - 2:2.

მეორე დღეს კი დაუშვილი "კარპატის" ახალგაზრდული გუნდის რიგებში გამოჩნდა - ლვოველებმა 2:0 გაიმარჯვეს, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა თავისი წვლილი შეიტანა - 59-ე წუთზე ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა, 75-ეზე კი შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული