უიმედო აუტსაიდერმა "ანჟიმ" შინ 0:2 წააგო "ტომთან". მასპინძელთა შორის მარცხენა მცველმა გია გრიგალავამ სრულად ითამაშა.
ჯანო ანანიძის "როსტოვმა" ცსკა-ს წარმატებული სერია (ზედიზედ 4 მოგება) შეუწყვიტა - 0:0. ქართველი შემტევი ძირითადში იყო და მოედანს 82-ე წუთამდე შემორჩა.
მეორე ტაიმში ჯანოს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა - ჩვენებურს მახვილი კუთხიდან ცარიელ კარში გატანა მართებდა, თუმცა ბურთი ფეხზე აეჭრა და მისი დარტყმული საპირისპირო მხარეს წავიდა...
პოლონურ ექსტრაკლასაში გიორგი ფოფხაძის "იაგელონიამ" შავი დღე აყარა ერთ-ერთ ლიდერ "ვისლას" - 5:2. ჩვენებურმა მცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"