ბრესტის "დინამომ" უჩა გოგოლაძესთან კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
ბელორუსის ჩემპიონატს ერთადერთი ქართველი ლეგიონერი დაემშვიდობა - ბრესტის "დინამოს" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ კლუბმა, ორმხრივი შეთანხმებით, თავდამსხმელ უჩა გოგოლაძესთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ბრესტის "დინამო" 40 ქულით მერვე ადგილზე გავიდა ჩემპიონატში. სეზონის შემდეგ გუნდმა 6 ფეხბურთელს აღარ გაუგრძელა ხელშეკრულება, ხოლო სამს (მათ შორის, უჩას) კონტრაქტი შეუწყვიტა და მხოლოდ სამს გაუხანგრძლივა.

23 წლის ტანდაბალი შემტევი 2010 წლიდან თამაშობდა "დინამოში". ოთხი სეზონის განმავლობაში მან 56 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
aqedanac rom gagagdeben . . .
giorgi
17:09 09-12-2013
0

სიახლეები პოპულარული