შოთა არველაძე: რვა ენას ვფლობ, მაგრამ ამას რა ჰქვია, არ ვიცი [VIDEO]

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი, "ბეშიქთაში" დაამარცხა - 2:1.

თანაც, ქართველის გუნდი პირველი ტაიმის მერე უგო ალმეიდას გოლის "წყალობით" 0:1-ს აგებდა.

თუმცა ჩოლაქისა და სკარიონეს გოლების წყალობით "ქასიმფაშამ" მოიგო, ხოლო "ბეშიქთაშს" ალმეიდა და ბრაზილიელი რამონი გაუძევეს.

შეხვედრის 30-ე წუთზე საოცარი ინციდენტი მოხდა "ქასიმფაშას" საჯარიმოში - მასპინძელთა ჰოლანდიელმა მცველმა რაიან დონკმა "ბეშიქთაშის" ძალიან მწვავე შეტევა მეორე ბურთის დაგდებით შეძლო, რომელიც მანამდე ხელში ეჭირა!

სლავენ ბილიჩისა და მისი შეგირდების აღშფოთების მიუხედავად, დონკმა მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო.

თამაშის შემდეგ შოთა არველაძემ ყველას მოუბოდიშა დონკის საქციელის გამო:

"ის დამნაშავეა. ბურთი მას ხელში ჰქონდა და მგონი, ეს მსაჯმაც დაინახა. თამაში გრძელდებოდა. დონკმა ბურთი ძალიან ცუდად მოიცილა, მეტოქის შეტევას ხელი შეუშალა. ეს იყო ცუდი საქციელი. თუმცა საუბარი, თითქოს ამის გამო თამაში უნდა გადათამაშდეს, საფუძველს მოკლებულია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

79-ე წუთზე მატჩში კიდევ უფრო ცუდი ინციდენტი მოხდა: ტრიბუნებიდან გამოვარდნილი ფანი "ბეშიქთაშის" ფეხბურთელს, მანუელ ფერნანდეშს დაესხა თავს. ფანი ჯერ "ქასიმფაშას" ფეხბურთელებმა გააჩერეს, შემდეგ კი პოლიციამ დააკავა.

მანამდე კი "ბეშიქთაშის" ფეხბურთელები მას წიხლებით გაუსწორდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არველაძემ ამ ინციდენტის შესახებაც თქვა:

"ასე თუ ისე, რვა ენას ვფლობ, მაგრამ ამას რა უნდა დავარქვა, არ ვიცი. ვერც ქართულად, რუსულად, ინგლისურად... ასეთ ფაქტებს ფეხბურთთან კავშირი არა აქვს, ისინი ფეხბურთს ჩირქს სცხებს".

შოთამ თამაშზეც ისაუბრა:

"მეორე ტაიმში სიტუაციის ბატონ-პატრონნი ვიყავით, რაც ორ გოლშიც აისახა. მოკლედ, პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორე ჩვენი უპირატესობით წარიმართა და ლამაზი გოლებიც გავიტანეთ.

ამ თამაშისთვის ბიჭები გაორმაგებულად ემზადებოდნენ, მე ვგრძნობდი მათ დაძაბულობას"
.

ქართველი სპეციალისტის გუნდი 30 ქულით მეორე ადგილზეა თურქულ სუპერლიგაში და მხოლოდ "ფენერბაჰჩეს" ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: კობი მხსნელი, სასწაულმოქმედი შოთა, ლიდერი კაშია
მკითხველის კომენტარები / 5 /
თQVEN თUღQEBშ Aღ IჩNOBთ კიდე
Mishka
13:45 20-12-2013
0
სტატიაში ისე ეწერა, მე მეგონა სათადარიგო მოთამაშე იყო და მოედნის გარედან შემოაგდო მეორე ბურთი. ამ შემთხვევაში გაფრთხილებაც არ ეკუთვნის რადგან მოედანზე მმეორე ბურთი რომ გაჩნდება მსაჯმა თამაში მაშინვე უნდა გააჩეროს და სანამ მოედნიდან არ გაიტანენ არ გააგრძელოს.
giorgi
11:30 17-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული