სპლიტის "ჰაიდუკს" გიორგი ილურიძის გაყიდვა სურს?

AutoSharing Option
ხორვატიული "სპორტკომი" სპლიტის "ჰაიდუკის" მიერ ზაფხულში სამი ახალწვეულის, გიორგი ილურიძის, მისლავ ანდიელკოვიჩის და ჰარის ბუკვას შეძენას წყალში გადაყრილ ინვესტიციას უწოდებს.

"კლუბი გამალებით ეძებს კარგ ფორვარდს, მაგრამ მისი შეძენისთვის საჭიროა ვინმეს გაყიდვა. კლუბის ახალ სპორტულ დირექტორ გორან ვუჩევიჩს მძიმე ამოცანა აქვს გადასაჭრელი.

ახალწვეული სამეულიდან ანდიელკოვიჩი თავიდან კარგად თამაშობდა, თუმცა შემდეგ მოუკლო, ბუკვა და განსაკუთრებით, ილურიძე კი "ჰაიდუკის" მოთხოვნებს არ შეესაბამებიან. მეტიც, ეს სამეული კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელები არიან და გარანტირებულ 100 ათას ევროს იღებენ.

როგორც ჩვენ არაოფიციალურად შევიტყვეთ, კლუბი შეეცდება
ამ სამეულის მოცილებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს, მაგრამ ვინ იყიდის ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც თითქმის არაფერი უჩვენებიათ ამ სეზონში?"
- კითხულობს "სპორტკომი".

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გიორგი ილურიძე "ჰაიდუკში" გორის "დილადან" გადავიდა. მან ამ სეზონში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძემ "ზადარის" მეკარე 10 წუთით გათიშა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი ზარზეიმით იყიდეს ამასაც ეგონა იტალიაში გადავალ მომავალშიო მარა ვერ მიართვეს
tijana513
18:41 06-01-2014
0
ზაფხულში იყიდეს ახალ ქვეყანაში ახალ გარემოში ხომ უნდა შეგუება მერე ტრამებიც დაერთო ამ ყველაფერს და ვერარის ალბატ ფორმაში რაარის ეს ტო უკვე გაყიდვა რომ უნდათ, არადა ხორვატია ყველაზე მაგარი ტრამპლინია რა სერია ა ზედ აზის ხორვატიას ; ))
giorgi
18:57 06-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული