ქართველი სპეციალისტების, კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა "ინტერმა" ორივე ტაიმში ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზა: ბაჩანა ცხადაძემ და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა მიკელ ალვარომ მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს, ხოლო გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ და ალექსანდრე იაშვილმა მეორე ტაიმში ითამაშეს, თუმცა გერმანელებმა შეძლეს პირველ ტაიმში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება.
სხვადასხვა მიზეზის გამო არ უთამაშიათ "ინტერის" ლიდერებს: ბრიუს აბდულაიეს (კონგო), დერლის
შეგახსენებთ, რომ პირველ საკონტროლო მატჩში "ინტერმა" ჰოლანდიის ქვედალიგელი "ნვკ ასტენი" 8:0 დაამარცხა და იმ სპარინგ-შეხვედრაში ბაჩანა ცხადაძემ პოკერი შეასრულა.
მომდევნო საკონტროლო მატჩს "ინტერი", სავარაუდოდ, 18 იანვარს ყაზახურ "ირტიშთან" ჩაატარებს.
აქვე იმასაც ვიტყვით, რომ "ინტერში" ორი უცხოელი მცველი ისინჯება: 28 წლის ბრაზილიელი მათეუს ლოპესი (რომელიც სამშობლოში "გრემიოსა" და "ატლეტიკო პარანაენსეს" ღირსებას იცავდა, მერე კი პორტუგალიურ "ბელენენსეშსა" და უკრაინულ გუნდში, ზაპოროჟიეს "მეტალურგში" გამოდიოდა) და 25 წლის გერმანელი კევინ პეცონი.
ეს უკანასკნელი მეორე სეზონია გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, კერძოდ, "აუეში" თამაშობდა, მანამდე კი პირველ ბუნდესლიგაში, "კიოლნის" შემადგენლობაში 70 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
* * *
თურქულ შეკრებაზეა კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტის დამოძღვრილი გუნდიც: გიორგი ჩიხრაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიმურგი" პირველ საკონტროლო მატჩს 16 იანვარს ჩაატარებს გერმანიის რეგიონალური ლიგის გუნდ "ველბერტთან". აი, სამი დღის შემდეგ კი ჩიხრაძის გუნდის მეტოქე ბევრად უფრო სოლიდური კლუბი იქნება - რუმინული "ვასლუი".
* * *
დაბოლოს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოასპარეზე კიდევ ერთ ჩვენებურზეც: ამ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი "ყარაბაღიც" თურქეთში ემზადება; შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების შემტევი ნიკოლოზ გელაშვილი, თუმცა "ყარაბაღს" სპარინგ-მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"