
გოგოლაძეს "დინამოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა სინჯებს ერევნის "ბანანსეში" გადის.
თავად "ბანანსე" კი 14 ტურის შემდეგ სომხეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იმყოფება და თავდამსხმელით გაძლიერება სურს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი შემტევი 2010 წლიდან თამაშობდა "დინამოში". ოთხი სეზონის განმავლობაში მან 56 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
მომზადებულია totalfootball.am-ის მიხედვით