სინჯებზე მყოფმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ერთ შეხვედრაში გოლი გაიტანა, მეორეში კი საგოლე პასიც მიითვალა და თითქოს, ახალ გუნდში ურიგო შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს, თუმცა...
ახლახან "ჩერნომორეცის" ოფიციალურ საიტზე მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის გუნდის შეკრებას აფასებს და სინჯებზე მყოფი ფეხბურთელების პერსპექტივებზე საუბრობს.
გრიგორჩუკს კითხვა ოქრიაშვილზეც დაუსვეს.
"ის საინტერესო ფეხბურთელია. მას ყველა დიდი ხანია ვიცნობთ და მათ შორის -
ეს მოთამაშე მომწონს და მინდა, ის ჩვენს გუნდში იყოს, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახე, გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე ნახევარი წლის წინ.
შესაძლოა, მაშინ ის საუკეთესო ფორმაში იყო, ტონუსში, მაგრამ ამ დროისთვის ის შორსაა თავისი ოპტიმალური ფორმისგან", - თქვა გრიგორჩუკმა.
ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილის საგოლე პასი "დინამოსთან" მატჩში