"ჩერნომორეცის" მწვრთნელი: ოქრიაშვილი შორსაა თავისი ოპტიმალური ფორმისგან

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, ოდესის "ჩერნომორეცთან" ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება და გუნდის საკონტროლო მატჩებში მონაწილეობს.

სინჯებზე მყოფმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ერთ შეხვედრაში გოლი გაიტანა, მეორეში კი საგოლე პასიც მიითვალა და თითქოს, ახალ გუნდში ურიგო შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს, თუმცა...

ახლახან "ჩერნომორეცის" ოფიციალურ საიტზე მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის გუნდის შეკრებას აფასებს და სინჯებზე მყოფი ფეხბურთელების პერსპექტივებზე საუბრობს.

გრიგორჩუკს კითხვა ოქრიაშვილზეც დაუსვეს.

"ის საინტერესო ფეხბურთელია. მას ყველა დიდი ხანია ვიცნობთ და მათ შორის -
მეც.

ეს მოთამაშე მომწონს და მინდა, ის ჩვენს გუნდში იყოს, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახე, გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე ნახევარი წლის წინ.

შესაძლოა, მაშინ ის საუკეთესო ფორმაში იყო, ტონუსში, მაგრამ ამ დროისთვის ის შორსაა თავისი ოპტიმალური ფორმისგან",
- თქვა გრიგორჩუკმა.

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილის საგოლე პასი "დინამოსთან" მატჩში
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა რა იყო საოცრებებს აკეთებსო მოედანზეო რომ იწერებოდით გვადებილებდით?
giorgi
13:09 24-01-2014
0
ქეცბაია მარტალია ასეტი კონტიგენიტ ვერაპერს ისამ აკებტ კველას ვინც ვერ ტამასობს ეხ სად არის სენგელია გუცაევი კივიანი გაბელია ისინი ტამასობდენ გულიტ
ledi
12:18 28-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული