ბუბა დაუშვილმა ლვოვის "კარპატის" რიგებში ითამაშა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "კარპატისთან" ერთად, თურქეთში შეკრებაზეა 24 წლის ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი, რომელსაც უკრაინულ კლუბში ბოლო პერიოდში კარიერა აერია.

როგორც იქნა, ქართველს თამაში ეღირსა - ახლახან "კარპატიმ" ბელეკში ყარაღანდის "შახტიორი" დაამარცხა - 2:0.

დაუშვილმა პირველი 45 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ითამაშა ევგენი ბოხაშვილმაც. ეს თავდამსხმელი უკრაინის მოქალაქეა. დაუშვილმა სამკაციანი ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ დაუშვილს ოფიციალურ შეხვედრაში მაისის მერე არ უთამაშია, ბოლოს მოედანზე კი ივნისში ვნახეთ, დანიის ნაკრებისა და საქართველოს ამხანაგურ მატჩში.

ასევე იხილეთ:
"კარპატის" "ზესტაფონისთვის" ფულის გადახდა არ
სურს და არც ფიფას ეპუება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული