"კარპატის" "ზესტაფონისთვის" ფულის გადახდა არ სურს და არც ფიფას ეპუება

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ხელმძღვანელობა სპორტულ საარბიტრაჟოში გაასაჩივრებს ფიფას დავათა პალატის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, "კარპატის" დაევალა, "ზესტაფონს" 295 ათასი ევრო გადაუხადოს მურთაზ დაუშვილის ტრანსფერის კომპენსაციად.

"ჩვენ ვერ ვხვდებით, რა მოტივით მიიღო ფიფას დავების პალატამ ეს გადაწყვეტილება. ახლა ველოდებით ოფიციალურ ტექსტს, რომლის შემდგომაც კლუბი, სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივრებს", - განაცხადა "კარპატის" იურიდიული სამსახურის შეფმა ტარას პანკევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონმა" თანხა უნდა მიიღოს მურთაზ დაუშვილის, როგორც 23-წლამდელი ფეხბურთელის მომზადებისთვის. ქართული კლუბი უფრო მეტს ითხოვდა - 360 ათას ევროს.

"კარპატი" ირწმუნება, რომ დაუშვილი
2012 წლის მარტში იჯარით (1 წლით) აიყვანა "ლვოვიდან".

ასევე იხილეთ:
ფიფამ "კარპატის" "ზესტაფონის" სასარგებლოდ 295 ათასი ევროს გადახდა მოსთხოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული