მალტური "ვალეტა" - მორაბ ჟორდანიას ახალი კლუბი

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანია ახალ გუნდში მივიდა - ერთ-ერთი ჰოლანდიაური წყაროს ცნობით, ის მალტურ კლუბს, "ვალეტას" ჩაიბარებს.

ჟორდანია მანამდე არნემის "ვიტესის" მფლობელი და პრეზიდენტი გახლდათ, მისი თაოსნობით ეს პერიფერიული კლუბი ჰოლანდიის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი გახდა.

შარშან ოქტომბერში "ვიტესის" მფლობელი ჟორდანიას მეგობარი ალექსანდრ ჩიგირინსკი გახდა, დეკემბრიდან კი ჟორდანიამ "ვიტესში" პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა.

ჰოლანდიური წყაროს ცნობით, ჟორდანაის პრეზიდენტობის პერიოდში, "ვიტესმა" სამი წლის განმავლობაში დახლოებით ასი მილიონი დახარჯა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ვერ მოახერხა.

"ვალეტაში" უკვე აპირებს გადასვლას ერთი ქართველი ფეხბურთელი - საქართველოს ეროვნული ნაკრების
26 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილი.

მალტის ჩემპიონატში "ვალეტა" ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, ექვსი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბირკირკარას".

ასევე იხილეთ:
ნუკრი რევიშვილი მალტურ "ვალეტას" უკვე შეუერთდა, ირაკლი მაისურაძე კი ვიზას ელის
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ ხო ვიტესით გაავსო ქართველები ეხლა აქ გააავსეებს
tijana513
15:33 26-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული