ჟორდანია მანამდე არნემის "ვიტესის" მფლობელი და პრეზიდენტი გახლდათ, მისი თაოსნობით ეს პერიფერიული კლუბი ჰოლანდიის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი გახდა.
შარშან ოქტომბერში "ვიტესის" მფლობელი ჟორდანიას მეგობარი ალექსანდრ ჩიგირინსკი გახდა, დეკემბრიდან კი ჟორდანიამ "ვიტესში" პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა.
ჰოლანდიური წყაროს ცნობით, ჟორდანაის პრეზიდენტობის პერიოდში, "ვიტესმა" სამი წლის განმავლობაში დახლოებით ასი მილიონი დახარჯა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ვერ მოახერხა.
"ვალეტაში" უკვე აპირებს გადასვლას ერთი ქართველი ფეხბურთელი - საქართველოს ეროვნული ნაკრების
მალტის ჩემპიონატში "ვალეტა" ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, ექვსი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბირკირკარას".
ასევე იხილეთ:
ნუკრი რევიშვილი მალტურ "ვალეტას" უკვე შეუერთდა, ირაკლი მაისურაძე კი ვიზას ელის