უკრაინული "სევასტოპოლი" თურქულ შეკრებაზე დავით დარციმელიას აკვირდება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით დარციმელია უკრაინულ "სევასტოპოლში" სინჯებზე იმყოფება. შეგახსენებთ, ამ გუნდის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, მათე ღვინიანიძე იცავს.

MySports24.com.ua-ს ცნობით, 18 წლის დარციმელია, თურქულ შეკრებაზე მყოფი ყირიმის გუნდის შემადგენლობაში "ლუჩ-ენერგიასთან" საკონტროლო მატჩშიც მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ დარციმელია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი მარნეულის "ალგეთში" თამაშობდა. სხვათა შორის, დათო პირველი ქართველია, ვისაც "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში უვარჯიშია: 2007 წელს, როცა თბილისის "ლოკომოტივი" კატალონიური კლუბისთვის ტალანტების მოძიების პროგრამაში ჩაერთო, აქ ჩამოსულმა სკაუტმა იაგო აგილარმა სწორედ დარციმელია გამოარჩია და ორი
კვირით ბარსელონაში წაიყვანა...

რაც შეეხება "სევასტოპოლს", გუნდი უკრაინის ჩემპონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული