ბაჩანა ცხადაძემ "არმინიას" გაუტანა

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერმა" თურქულ შეკრებაზე უკანასკნელი მატჩი 2:2 ითამაშა გერმანულ "არმინიასთან". ამ შეხვედრაში კახი ცხადაძემ სასტარტოში ათამაშა ყველა ქართველი: გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძე. ცხადაძემ "ინტერის" მეორე გოლი გაიტანა და საერთო ჯამში სამ შეხვედრაში 6 გოლი დაუგროვდა თურქულ შეკრებაზე.

შეკრებაზე იგეგმებოდა ქართველი მწვრთნელების დუელი, მაგრამ საბოლოოდ კახი ცხადაძისა და შოთა არველაძის გუნდების შეხვედრა აღარ გაიმართა, "ინტერი" ბაქოში დაბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული