სკირიჰამ განაცხადა, რომ ასეთი ოპერაცია შეუძლებელია, რადგან "ვალეტა" არ არის კომპანია და მისი გაყიდვა არ შეიძლება, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომ "ვალეტა" კომპანიად ჩამოყალიბდეს.
ამის შემდეგ კი მერაბ ჟორდანია დაინტერესებულია მისი აქციების შეძენით.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზადაა მოლაპარაკებისთვის და ყველაფერს გააკეთებს კლუბის საკეთილდღეოდ. "ვალეტას" სპონსორი "ინსინიაა", კომპანია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მერაბ ჟორდანიას.
პრეზიდენტი კი
დღეისათვის, "ვალეტას" პრეზიდენტის თქმით, კლუბში სამი ქართველი ფეხბურთელია სინჯებზე. აქამდე ჩვენი ორი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ვიცოდით: ნუკრი რევიშვილისა და ირაკლი მაისურაძის. ვინ არის მესამე? მოულოდნელია ცნობა მათი სინჯებზე ყოფნის შესახებაც.
ასევე იხილეთ:
sbnation: მისტიკური ქართველისა და მისი "ვალეტას" მიზანი ჩემპიონთა ლიგაა!