რუსთავის "მეტალურგმა" ზურაბ არზიანის "გაზოვიკი" დაამარცხა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსთავის "მეტალურგმა" პირველი ტესტ-მატჩი გამართა, რუსული I დივიზიონის "გაზოვიკს" შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი რუსთაველთა ახალწვეულმა აკაკი კაკაშვილმა გაიტანა. დამარცხებულთა რიგებში 67-ე წუთიდან ჩაება თამაშში ზურაბ არზიანი, "გაზოვიკის" ქართველი ლეგიონერი.

"მეტალურგმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

პირველი ტაიმი: ბედიაშვილი, სეთურიძე, ვ. კილასონია, მახვილაძე, საჯაია, ტორონჯაძე, დობროვოლსკი, ქავთარაძე, ჩირგაძე, მიქაბერიძე, ჩიმაკაძე
მეორე ტაიმი: სეფიაშვილი, ექვთიმიშვილი, კაკულია, ცნობილაძე, გიგაური, გოგინაშვილი, ხაბელაშვილი, კაკაშვილი, გ. კილასონია, ტვილდიანი, ლომაია

“მეტალურგი” მორიგ შეხვედრას 6 თებერვალს თურქმენეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

"გაზოვიკის" მორიგი მეტოქე იაპონური "სენან
ბელამარე" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული