საბა კვირკველიას "ბეტისთან" სასტარტოში ელიან

AutoSharing Option
20 თებერვალს ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ყაზანის "რუბინი" სევილიის "ბეტისს" ესტუმრება.

რუსულმა კლუბმა ევროგანაცხადში უკვე შეიყვანა ახალგაზრდა მცველი საბა კვირკველია, რომელიც გუნდთან ერთად გაემგზავრა ესპანეთში.

ის კი არა, კვირკველიას კარგი შანსი აქვს, "ბეტისთან" მატჩში სასტარტოშიც იყოს - "სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, ცენტრალური მცველის ერთ პოზიციაზე ბურლაკი ითამაშებს, მეორეზე კი ორიდან ერთ-ერთი - ან ქართველი, ან ესპანელი სესარ ნავასი. ნავასი გამოცდილი ვეტერანია, რომელიც "რეალის" აღზრდილია და "მალაგაში" აქვს ნათამაშები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული